|
2019-12-13 19:04:44, 1775 ნახვა
საზოგადოება
საგარეო - საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია
საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ოთარ ვარდიძე გათავისუფლებულია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს: „საქართველოს მოქალაქის გატაცების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დამატებითი დეტალების გარკვევის მიზნით, საერთაშორისო ტრანსპორტის ორგანიზაციის (ITF) შუამდგომლობით საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო დაუკავშირდა გემთფლობელ კომპანიას LTD European proდuct carriers. პარალელურად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ შეხვედრა გამართა ტოგოს საელჩოსთან და დახმარება სთხოვა საკითხის მოგვარებაში. საქართველოს საელჩო საბერძნეთის რესპუბლიკაში მუდმივ კავშირზე იმყოფებოდა გემთმფლობელ კომპანიასთან, მოლაპარაკებებს აწარმოებდა გამტაცებლებთან. 2019 წლის 4 ნოემბერს ტოგოში, ქ. ლომეს პორტიდან 18 კილომეტრში, შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ საბერძნეთის რესპუბლიკის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ "Elka Aristotle"-ს. თავდასხმის დროს 24 ეკიპაჟის წევრიდან გატაცებულ იქნა 4 მეზღვაური: საბერძნეთის ერთი, ფილიპინების ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე. ოთარ ვარდიძე ამჟამად იმყოფება ნიგერიაში, ქ. პორტ ჰარკურტის აეროპორტში და მიემგზავრება ქ. აბუჯაში, საიდანაც მოხდება მისი საქართველოში გამომგზავრება“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)