|
2019-12-13 14:42:35, 774 ნახვა
საზოგადოება
აქცია პერფორმანსი საქალაქო სასამართლოსთან - „ახალი საქართველოს“ წევრებმა შენობის ეზოში ხელოვნური ზებრა გადასასვლელი მიიტანეს
თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში „ახალი საქართველოს“ წევრებმა აქცია-პერფომანსი გამართეს და ხელოვნური ზებრა გადასასვლელი მოაწყვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ახალი საქართველოს“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს და პარლამენტთან 12 დეკემბერს დაკავებულ სხვა ადამიანებს. „ჩვენ გავმართეთ სიმბოლური პერფორმანსი დღეს სასამართლოს წინ. მოვიტანეთ ხელოვნური ზებრა და გავაკეთეთ აქ იმის ნიშნად, რომ სწორედ მშვიდობიანი, არაძალადობრივი პროტესტის მონაწილეები დააკავეს ზებრაზე გადასვლის გამო. ასე გამოვხატეთ იუმორში ეს პროტესტი. მინდა მივმართო მოსამართლე ვალერის, რომ გამოვიდეს და დაგვაკავოს, ჩვენც გავიარეთ უკვე ამ ზებრაზე“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 დეკემბერს პოლიციამ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის 12 პირი დააკავა. მათ შორისაა „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)