|
2019-12-13 11:16:14, 792 ნახვა
საზოგადოება
შს მინისტრის მოადგილე საქართველოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე საქართველოსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიებს შორის წარმატებული პარტნიორობის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, იოსებ ჭელიძემ ამერიკელ პარტნიორებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გაწეული მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისათვის, რაც მნიშვნელოვანია საგანგებო სიტუაციებზე ეფექტიანი, მყისიერი რეაგირებისა და უსაფრთხო საზოგადოების ფორმირებისთვის. "ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამერიკის მთავრობის მხარდაჭერას, როგორც მატერიალურ-ტექნიკური დახმარების, ასევე, შესაძლებლობებისა და განვითარების მიმართულებით. პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობა მომავალშიც ასეთივე ნაყოფიერი, შედეგიანი და საინტერესო იქნება", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ. ღონისძიებას სპეციალურად აღნიშნულ იუბილესთან დაკავშირებით საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის მეთაური, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის, აშშ-ის ევროპული სარდლობის, აშშ-ის საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები, თავდაცვის სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)