19:43 - 03 Jul, 2026
|
2019-12-10 12:28:24, 1126 ნახვა
საზოგადოება
ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
გლდანის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო აქტიურად მიმდინარეობს. ზაჰესში, ჭიჭინაძის ქუჩის მონაკვეთიდან თავისუფლების ქუჩა N7-მდე, გზის რეაბილიტაცია დაიწყო. საგზაო სამუშაოების შედეგად, წყალარინების ქსელი 335 გრძივ მეტრზე შეიცვალა, რის შემდეგაც, ასფალტის დაგების სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების ფარგლებში, ასფალტის საფარი დაახლოებით, 3 640 კვადრატულ მეტრ ფართობზე იგება. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკი და ბორდიური. სამუშაოებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული ამხანაგობა „ენ კა“ ახორციელებს, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 321 156 ლარია გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ შალვა ოგბაიძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)