16:59 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-09 12:30:23, 1037 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: ადამიანები, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ პოლიტმატიმრებად ვერ ჩაითვლებიან

„ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად“,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, "გავრილოვის ღამეს" დაკავებულების საქმეზე, სასტუმრო "რედისონში" ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის შენობაში შესვლის მცდელობა არის კანონის უხეში დარღვევა.

„დაახლოებით 6 თვის წინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ პარლამენტში შეჭრის მცდელობა, თქვენ წარმოიდგინეთ ასეთი რამე რომელიმე განვითარებულ ქვეყანაში, რომ მოხდეს, მაგალითად აშშ-ის კაპიტოლიუმში, რომ სცადოს ვიღაცამ შესვლა ან გერმანულ რაიხსტაგში რა მოჰყვება ამას. ამ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას დღეს უწოდებენ პოლიტპატიმრებს, ბუნებრივია, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. ძალიან მარტივ საკითხზე გვაქვს საუბარი, თუ საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის შენობაში შეჭრას, ისინი ვერავითარ შემთხვევაში ვერ ჩაითვლებიან პოლიტპატიმრებად, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ძალიან ცხადა და უხეშად დაირღვა კანონი”,- განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics