|
2019-12-07 11:34:44, 875 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს სოციალური კამპანიის „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან შეხვედრა გაიმართა
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები თბილისის N49 საბავშვო ბაგა-ბაღს ეწვივნენ. შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლობით განხორციელდა. ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა სტუმრებისთვის იმიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწყეს და სხვადასხვა ამპლუა მოირგეს. პატარა "პოლიციელებმა", "მეხანძრე-მაშველებმა", "ექიმებმა" და სხვა პროფესიების წარმომადგენლებმა გზებზე უსაფრთხო მოძრაობის შესახებ დაგროვილი ცოდნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს გაუზიარეს. პატრულ-ინსპექტორებმა კი პატარებს გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილებისთვის საჭირო დამატებითი ინფორმაცია მიაწოდეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორები, საგზაო უსაფრთხოების კამპანიის - „მეტი სიცოცხლისთვის“ ფარგლებში, ბავშვებსა და მოზარდებთან შეხვედრებს მთელი საქართველოს მასშტაბით ატარებენ. პროექტის მიზანია გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ავტოავარიების პრევენცია.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)