|
2019-12-06 18:23:02, 1254 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საბერძნეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში დიმიტრის კარაბალის შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის გარემოსდაცვითი მიმართულებით, მათ შორის, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების და მყარი ნარჩენების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. „გარემოს დაცვა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ჩვენ გვაქვს მთელი რიგი ვალდებულებები, რაც საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა და მათ ეფექტიან და დროულ შესრულებაზე ვმუშაობთ “, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა გარემოსდაცვითი მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და ინიციატივებზე ისაუბრა და ყურადღება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალსა და ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მობილური ავტომატური სადგურების მნიშვნელობაზე გაამახვილა. როგორც დიმიტრის კარაბალიმ აღნიშნა, საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე შესაძლებელია არაერთი საინტერესო გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილეები ნინო თანდილაშვილი და ხატია წილოსანი ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)