19:49 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 18:17:07, 2807 ნახვა

კომენტარი
სოფო კილაძე „გაბედეს“ წევრებზე: შეხვედრაზე შეთანხმებული ვიყავით, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ

„ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი  "გაბედეს"  წევრებთან ერთად შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ“,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „გაბედეს“ წევრებს ნებისმიერ დროს აქვთ მასთან შეხვედრის საშუალება, თუმცა „პროვოკაციულ გზებს ირჩევენ“.

„ჩვენ არავითარი მხარდამჭერების მობილიზება არ მოგვიხდენია. იქ არის სამუშაო პროცესი და კარგი იქნება, თუ ამ სამუშაო პროცესს და მოქალაქეებს ისინი ხელს არ შეუშლიან. ამ ბრალდებებს ვერანაირად ვერ მივიღებ, ისე თითქოს მე არ გამოვდივარ კონტაქტზე . ძველი "სირცხვილიას" და ახლანდელი  "გაბედეს"  წევრებთან ერთად შეთანხმებული ვიყავი შეხვედრაზე, მაგრამ ისინი არ მოვიდნენ. იმის შემდეგ მათ არ გამოუთქვამთ შეხვედრის სურვილი, თორემ აუცილებლად შევხვდებოდი. ახლა მათ თუ პერფორმანსების მოწყობა უნდათ, კი ბატონო, მოაწყონ, მაგრამ ეს პერფორმანსი მოკლებულია გულწრფელობას, იმიტომ, რომ როდესაც მათ ნებისმიერ დროს აქვთ ჩემთან შეხვედრის შესაძლებლობა, ისინი მაინც ირჩევენ ამ გზას, რომელსაც შეიძლება შემდეგ რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს და ვფიქრობ, რომ ეს არის გამიზნული ნაბიჯი, იმისთვის, რომ რაღაცა შოუები დაიდგას, მაგრამ ჩვენი მხრიდან არავითარი შოუების დადგმის საშუალებას არ ვიძლევით“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა „“გაბედეს“ წევრებმა, სოფო კილაძის ბიუროსთან „41 ვერცხლის“ მონეტა მიიტანეს. აქციის მონაწილეები ბოლო დროს მომხდარ დაპირისპირებებზე რეაგირებას ითხოვენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics