03:46 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-05 12:50:07, 1711 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: მამაომ აღიარა დანაშაული და ამბობს, რომ ნარკოტიკი მას ეკუთვნის

„წუხელ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის იმ პიროვნებას და არის მისი“,-ამის შესახებ დაკავებული ბერ-მონაზონის ადვოკატმა, ჯიტა გულუამ განაცხადა.

უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეს მყოფის დაკავების საფუძველი მიმალვის საფრთხის არსებობა გახდა.

„თავდაპირველად დაკავებული იქნა მალანია, რომელთან ერთადაც იმყოფებოდა მამაო, თუმცა ისინი არავის არ დახვდნენ, თან ჰქონდა ეს ჩანთა ამ პიროვნებას ვინც თავდაპირველად დააკავეს, მალანიას, რომელიც აღიარებს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შემდგომ ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 14.5 გრამს წარმოადგენს ეკუთვნოდა მას. რაც შეეხება მამაოს, წუხელ მამაო აღიარებითი ჩვენებით გამოცხადდა პოლიციაში და ამბობს, რომ ნარკოტიკული საშუალება არ ეკუთვნის იმ პიროვნებას,ამბობს, რომ არის მისი. მიუხედავად იმისა რომ ბრალის აღიარებით გამოცხადდა, ის დააკავეს იმ საფუძვლით, რომ თითქოსდა არსებობს მიმალვის საფრთხე. რას შეეხება იმ გარემოებას, ვის ეკუთვის ნარკოტიკული საშუალება, დღეის მდგომარეობით ნამდვილად არ არის დადგენილი ნარკოტიკული საშუალების კუთვნილება რომელიმე პიროვნებისადმი. ეს გამოძიების პრეროგატივაა და ბუნებრივია ეს გაირკვევა . ამ შემთხვევაში გვაქვს ორივეს მხრიდან აღიარებითი ჩვენება“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი, კიდევ ერთ პირთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics