13:04 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-04 17:27:42, 2100 ნახვა

სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში  ბრალდებული ა.ს. დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ა.ს-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 20,927054  გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი".  სამართალდამცველებმა ა.ს. 2019 წლის 28 თებერვალს სოფელ ფონიჭალაში დააკავეს. მისი პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი იქნა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.

ა.ს-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის  მე-6 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით  წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.ს. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics