|
2015-01-25 13:18:12, 2481 ნახვა
მსოფლიო
მარიოპულის დაბომბვის გამო ლატვია ევროკავშირის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
უკრაინის ქალაქ მარიუპულის დაბომბვის გამო, ლატვია ევროკავშირის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს. ლატვია რომელიც წელს ევროკავშირს თავმჯდომარეობს, მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების დაძაბვის გამო უნდა იმსჯელოს. "პრორუსი ტერორისტული ძალების შეტევა, მარიოპულზა და აღმოსავლეთ უკრაინის სხვა ქალაქებზე, არის უპრეცენდენტო ბოროტება და ცინიზმი. მშვიდობიან მოსახლეობაზე ველური თავდასხმა მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთი არაა დაინტერესებული კონფლიქტის მოგვარებით." - ნათქვამია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ქალაქ მარიოპულზე გუშინდელ შეტევას 30 ადამიანი ემსხვერპლა, ასზე მეტი კი დაშავდა. ეუთოს მონიტორინგის ჯგუფმა დაადასტურა, რომ ქალაქზე შეტევა სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)