16:24 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-02 14:36:45, 822 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ენერგეტიკულ რეფორმებსა და ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა

საქართველოს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ნეპალის სამთავრობო დელეგაცია გაეცნობა, რომელიც საქართველოში აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით იმყოფება. პირველი საინფორმაციო შეხვედრა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა.

შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი.

ნეპალის დელეგაციას ქვეყნის ენერგეტიკის, წყლის რესურსებისა და ირიგაციის მინისტრი ტოიანათ ადჰიკარი ხელმძღვანელობს. მასში ასევე შედიან ნეპალის ენერგეტიკული სექტორის წარმომადგენლები.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, დავით თვალაბეიშვილის განცხადებით, ნეპალის დელეგაცია გაეცნობა ენერგოსექტორის მარეგულირებელ ბაზას, აგრეთვე შეხვედრებს გამართავს საქართველოს საჯარო და კერძო ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან. „დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოს გამოცდილება ჩვენს ნეპალელ კოლეგებს საკუთარ საქმიანობაში დიდად დაეხმარება. განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ენერგეტიკის ბაზრის რეფორმაზე, რომელმაც მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის კონკურენტუნარიანობა," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"USAID" ნეპალის ჰიდროენერგეტიკის განვითარების პროექტის მხარდაჭერით, ნეპალის მთავრობა დაუკავშირდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რათა  მომხდარიყო  ნეპალის ენერგეტიკის სფეროთი დაინტერესებული მხარეების სასწავლო-გაცვლითი ვიზიტი საქართველოში.

აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორის პიტერ ვიბლერის განცხადებით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველომ განსაკუთრებულ პროგრესს მიაღწია ამ სექტორში, განსაკუთრებით კი ბაზრის რეგულირების მიმართულებით და ამ თვალსაზრისით, ნეპალელ სტუმრებს ბევრი რამ შეუძლიათ ისწავლონ ქართველებისგან, თუმცა საქართველოსაც შეუძლია გაიზიაროს მათი ნეპალელი კოლეგების გამოცდილება.

ნეპალის დელეგაცია საქართველოში 7 დეკემბრამდე დარჩება. საქართველოში გამართულ შეხვედრებისას, ასევე განხილული იქნება ენერგეტიკაში უცხოური პირდაპირი ინვესტიციების  მოზიდვასთან, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის გამარტივებასა და რეგიონალური ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაორმაგების დღე Galleria Tbilisi-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
„სელფი“ Tbilisi Open Air 2026-ის ტელეკომ პარტნიორია
აბაშაში, საქართველოს ბანკში ერთი პირი შეიჭრა და სანადირო თოფიდან გაისროლა
საქართველოსა და უზბეკეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics