12:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 18:57:16, 1552 ნახვა

პოლიტიკა
ლაშა ჩხარტიშვილი სასამართლო დარბაზიდან გააძევეს და 300 ლარით დააჯარიმეს

„ლეიბორისტული პარტიის“ წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თავისივე სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სასამართლო დარბაზიდან გააძევა.

სასამართლო სხდომამდე, ჩხარტიშვილმა ვალერიან ფილიშვილის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა. მისი თქმით, მოსამართლე ფილიშვილი საპროტესტო აქციის წევრების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს.

ამის შემდეგ, მოსამართლესა და ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რის შემდეგაც მოსამართლემ ჯერ 300 ლარით დააჯარიმა და შემდეგ კი ჩხარტიშვილის სასამართლო დარბაზიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ლაშა ჩხარტიშვილი დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics