12:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 14:20:46, 1290 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩი: ვფიქრობთ, დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და მეტი ესაუბრონ ერთმანეთს

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ დროა, მხარეებმა ნაკლები ისაუბრონ ერთმანეთზე და უფრო მეტი ესაუბრონ ერთმანეთს“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ხვალ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის დიალოგი შედგება.

„როგორც ჩანს, ხვალ დიალოგი შედგება. გვჯერა, არსებობს ამის გადაუდებელი საჭიროება. ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ ფორმატს. როგორც  ვიცით, ხვალინდელი დღის წესრიგის მიხედვით, განხილული იქნება გერმანული მოდელი და სხვა საკითხები, რომლებიც საარჩევნო სისტემას უკავშირდება. გარდა ამისა, ველოდებით უფრო ფართო დისკუსიას არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. კარგია, რომ როგორც იქნა, ვმოძრაობთ პირდაპირი დიალოგის მიმართულებით. ჩვენ მოგვიწევს ქმედითი და ამავე დროს წარმომადგენლობითი ფორმატის მოძიება“, - განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, დემონსტრანტებს საკუთარი აზრის გამოხატვის სრული უფლება აქვთ, თუმცე ეს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს არ უნდა გაცდეს.

„სრულად ვუჭერთ მხარს დემონსტრანტების უფლებას ისარგებლონ სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების უფლებით. ასევე მიგვაჩნია, აზრის გამოხატვა უნდა იყოს კანონიერად და კონსტიტუციურ ჩარჩოებში. ეს რჩება ევროკავშირის პრინციპულ პოზიციად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური კორპუსის ინიციატივით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრა გაიმართება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics