2019-11-29 11:44:54, 1064 ნახვა
საზოგადოება
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ვითარება დაიძაბა - თეა წულუკიანი შენობაში პოლიციის დახმარებით შევიდა [live]
ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საპროტესტო აქციის მონაწილეები არიან შეკრებილი, ვითარება დაიძაბა.
აქციის მონაწილეები შენობის შესასვლელთან მისვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.
არსებული ვითარების გამო, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ბიბლიოთეკაში ღონისძიებაზე დასასწრებად მივიდა, შენობაში პოლიციის დახმარებით შეიყვანეს.
შეგახსენებთ, დღეს აქციის მონაწილეებს დილის 10 საათიდან პარლამენტის პიკეტირება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა დეპუტატები შენობაში დილის 7 საათზე შევიდნენ და პიკეტირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ მათ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გადაინაცვლეს, სადაც ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი ესწრება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,