12:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-29 10:42:26, 1258 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილი: თუ ხელისუფლება მზად არის ჩვენი შეთავაზება განიხილოს, მაშინ დიალოგი შედგება

„თუ ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ჩვენი კონკრეტული შეთავაზება განიხილონ, მაშინ დიალოგი შედგება და განვიხილავთ“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის პიკეტირება დღესაც გაგრძელდება და კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ გამოსავალი ხელისუფლების მხრიდან საღი აზრის გამოჩენაა.

"თუ ისინი განაცხადებენ, რომ მზად არიან ჩვენი კონკრეტული შეთავაზება განიხილონ, მაშინ დიალოგი შედგება და განვიხილავთ. მაგრამ იმ პირობით, რომ ჩვენ არაფერზე თანახმა არ ვართ, რა თქმა უნდა, ასეთი დიალოგი ვერ შედგება. როგორც გავიგე დილის 7 საათზე შეუპარებიათ "ქართული ოცნების" დეპუტატები პარლამენტში და იქ არიან ახლა გამაგრებულები. არ არის პრობლემა თუ ასე სურთ მუშაობა, რომ დილის 5 საათზე გააღვიძონ თავისი დეპუტატები და სასწრაფო წესით შეყარონ პარლამენტში ან ააგონ ბარიკადები ქალაქში და ან ნაკრძალად გამოაცხადონ სამთავრობო ზონა, იმუშაონ. ჩვენ ახლა შევიკრიბებით და ჩავალთ პარლამენტის შესასვლელთან და იქ გამოვხატავთ პოზიციას. თუ არ წამოვა ხელისუფლება დათმობაზე, ისევ ღამეს გავათენებთ და არ შევუშვებთ. აქედან გამოსავალი არ არის გარდა იმისა, რომ საღი აზრი უნდა გამოიჩინოს ხელისუფლებამ,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის მონაწილეები 10 საათზე შეიკრიბნენ. დემონსტრანტები პროტესტისა და პიკეტირების შეწყვეტას არ აპირებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics