2019-11-28 00:35:21, 1864 ნახვა
კომენტარი
ივანიშვილი ჯორჯ ორუელის რომანზე: გეგონება, გუშინ ქართველმა მწერალმა „ნაცებზე“ დაწერა
„გეგონება, გუშინ ქართველმა მწერალმა „ნაცებზე“ დაწერა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჯორჯ ორუელის რომანზე „1984“ სუბრისას „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ორუელის გენიოსობა არ გამოიხატება? როგორ უძლებს მწერალი საუკუნეებს. გეგნობა, რომ გუშინ პირდაპირ ქართველმა მწერალმა „ნაცებზე“ დაწერა“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ჯორჯ ორუელის „1984″ 1949 წელს გამოიცა. წიგნი ერთგვარი გაფრთხილებაა. მისი განწყობილება ახლოსაა სასოწარკვეთასთან ადამიანის მომავლის გამო და გვაფრთხილებს, რომ თუ ჩვენი ისტორია გეზს არ შეიცვლის, მაშინ ადამიანები დაკარგავენ ყველაზე ადამიანურ თვისებებს და მათთვისვე შეუმჩნევლად იქცევიან უსულო ავტომატებად, საგნებად იქცევიან.
ავტორი: ექსპრესნიუსი,