14:02 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 17:06:47, 1732 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს

დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური დიდუბის ხიდთან, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებულ შუა გამყოფ ზოლს ამწვანებს. გამწვანების პროცესს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე ადგილზე გაეცნო. 

„აღნიშნულ ტერიტორიაზე, დაირგო 6 მეტრამდე სიმაღლის სხვადასხვა სახეობის მერქნიანი მცენარე. ვფიქრობთ, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობა ამ კონკრეტულ მონაკვეთში საგრძნობლად გაუმჯობესდება. ეს არის ნაწილი იმ დიდი საშემოდგომო რგვებისა, რომელსაც თბილისის მერია ახორციელებს. ჯამში საშემოდგომო გამწვანების ფარგლებში 12 000 მერქნიანი მცენარე იქნება დარგული“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

ტერიტორიაზე ირგვება 167 ძირი კვიდო და 50 ძირი ლეკის ხე, გარდა ამისა, 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე უკვე განხორციელდა მიწის შეტანისა და ბალახის დათესვის სამუშაოები. ასევე, დაირგო 180 ძირი სხვადასხვა სახეობის დიდტანოვანი ხე.

მიმდინარე წლის ბოლომდე დედაქალაქის მასშტაბით 12 000-მდე დიდტანოვანი ხე და 8 000-ზე მეტი ბუჩქი დაირგვება.

გამწვანების აქციაზე ასევე იმყოფებოდნენ გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი გიგა გიგაშვილი, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე და თბილისის საკრებულოს წევრები.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics