04:39 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-27 15:29:08, 2543 ნახვა

სამართალი
20 ივნისის საქმეზე დაკავებული აცხადებს, რომ მელიას, ოქრუაშვილის და უგულავას წინააღმდეგ ჩვენების მიცემას სთხოვდნენ

20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაკავებული ზურაბ ბუდაღაშვილი აცხადებს, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგი უგულავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა მელიასა და „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებების მიცემას სთხოვდნენ.

როგორც ბუდაღაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, დაკავების შემდეგ, მასთან ყალბი სახელებით შევიდნენ და უთხრეს, რომ თუ ოპოზიციური პარტიების ლიდერების წინააღმდეგ ჩვენებას მისცემდა, მას და მის ოჯახის წევრებს პრობლემები აღარ შეექმნებოდათ.

„საკანში ორი პიროვნება შემოვიდა და მითხრეს, პროკურატურიდან ვართო. თუ ოქრუაშვილს, მელიას და უგულავას არ დაადებ ხელს, პრობლემები შეგექმნებაო. მე სიცილი დავიწყე, რაზეც ისინი გაღიზიანდნენ და საკნიდან გავიდნენ. ვიფიქრე ხელისუფლება აფექტშია და გადახარშავენ მეთქი. 18 ივლისს ეს კიდევ განმეორდა. ყალბი სახელებით და გვარებით შემოვიდნენ როგორც პატიმრები და მეუბნებოდნენ, რომ რომელიმეს - მელიას, უგულავას ან ოქრუაშვილს ხელი დაადე და პრობლემები მოგიგვარდებაო. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, ციხეს თავისუფლება არ გირჩევნიაო? ამის შემდეგ 24 ივლისს ჩემი ძმა დააკავეს, წამალი ჩაუდეს. ეს უკვე სიგნალი იყო, რომ პრობლემებს მიქმნიდნენ. ამის შემდეგ ჩემს ძმასაც ეუბნებიან, შენმა ძმამ ჭკუა ისწავლოსო. ჩემზე ხორციელდება ზეწოლა. ეს არის ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა. ეს ფსიქოლოგიური ტერორი ხორციელდება იმაზე, რომ მე პოლიტიკოსს ხელი დავადო და პროკურატურა გზას გამიხსნის. ახლა ელოდებიან ჩემს დადასტურებას. როგორც კი მე ვინმეს ხელს დავადებ, ჩემი და ჩემი ძმის დაკავების პრობლემა მოიხსნება“, - განაცხადა ზურაბ ბუდაღაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics