|
2019-11-27 11:35:06, 842 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო - სოცქსელში ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული ყალბი გვერდები იქმნება, რომლებიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებას
„სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი გვერდების შექმნის მიზანი საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და დეზინფორმირებაა. „საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გაცნობებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში პერიოდულად საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახელთან დაკავშირებული არაერთი ყალბი გვერდი იქმნება, რომლებიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და დეზინფორმირებას ისახავს მიზნად. მოცემული გვერდებით ხდება მცდარი ინფორმაციის გავრცელება და გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგით საზოგადოებრივი აზრის მანიპულირება. მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრო და მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობენ მხოლოდ ოფიციალური ფეისბუქ და ტვიტერის გვერდებით. საზოგადოებას მოვუწოდებთ სიფრთხილე გამოიჩინონ აღნიშული ტიპის გვერდებზე განთავსებული ინფორმაციის მიმართ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)