22:44 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-26 16:48:11, 1190 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეაზე საზღვაო სერვისების გაციფროვნებაზე ისაუბრა

„მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენ ცოტა ხნის წინ  დავიწყეთ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სრული სერვისების გაციფროვნება“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლონდონში, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 31-ე ასამბლაზეა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

მინისტრმა თავის გამოსვლაში ასევე ყურადღება გაამახვილა ჩვენი დერეფნის უპირატესობაზე, კერძოდ, საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი დერეფნის კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის ამაღლებას. 

„საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია 200-მდე ქვეყანას აერთიანებს და შესანიშნავი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და სხვა ქვეყნებისთვის საკუთარი მიღწევების გასაცნობად. ჩემს დღევანდელ გამოსვლაში ასამბლეაზე შეკრებილი ქვეყნების წარმომადგენლებს გავაცანი საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურაში ახალი ტექნოლოგიების ამოქმედება და გამოყენება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. 

მისივე თქმით, საქართველო ძალიან აქტურად უბამს მხარს გლობალურ ტენდენციას, რაც გარემოსდაცვითი თვალსაზრისით, მწვანე და ნეიტრალური ტექნოლოგიების დანერგვაში გამოიხატება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
ჯანმო: ჰანტავირუსის აფეთქება პანდემიის დასაწყისი არ არის
პოპულარულმა ამერიკულმა ხელოვნური ინტელექტის სისტემამ რუსული ანგარიშების გათიშვა დაიწყო
უკრაინა მოსკოვში აღლუმის დასაცავად საჰაერო თავდაცვის გარეშე დარჩენილი რუსეთში ობიექტების დაბომბვისთვის ემზადება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics