21:15 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-22 13:01:39, 635 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, „ნიკორამ“ პოლიეთილენის პარკები ბიოდეგრადირებადით ჩაანაცვლა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ  ნარჩენების მართვის  ახალი მიდგომების  დანერგვის პარალელურად   პოლიეთილენის პარკებით  გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ მიმართულ აქტიურ კამპანიას აგრძელებს.

სამინისტროს ინიციატივით, 2015 წლიდან  პოლიეთილენის პარკებს ეტაპობრივად  ბიოდეგრადირებადი პარკები ჩაანაცვლებს.

სუპერმარკეტების ქსელი „ნიკორა“  პირველია სუპერმარკეტებს შორის, რომელმაც სამინისტროს ინიციატივის ფარგლებში, პოლიეთილენის პარკები  სრულად  ჩაანაცვლა  ბიოდეგრადირებადით.  „ნიკორას“ დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია სტუმრობდა.

სამინისტროს ინიციატივას  მხარს  უჭერენ  საქართველოში  არსებული მსხვილი სავაჭრო ქსელები და წლის მანძილზე პოლიეთილენის პარკებს ბიოდეგრადირებადით ეტაპობრივად ჩაანაცვლებენ.

პოლიეთილენით გარემოს დაბინძურების პრობლემა აქტუალურია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის  საქართველოსთვის.  პოლიეთილენის  პარკის გარემოში დაშლას ასეულობით წლები ჭირდება და დიდ ზიანს აყენებს გარემოს. მაშინ, როდესაც ბიოდეგრადირებადი პარკი  3- 6 თვიდან იწყებს გარემოში დაშლას.

სამინისიტრო  ბიოდეგრადირებადი პარკებისა  და მრავალჯერადი ჩანთების გამოყენების  დანერგვით  ხელს შეუწყობს ქვეყანაში  პოლიეთილენის პარკების მოხმარების შემცირებას  და საბოლოოდ პოლიეთილენის მთლიანად ამოღებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics