2019-11-26 15:29:13, 1787 ნახვა
კომენტარი
კობახიძე: მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან
ციტატა
„იმ ორი კვირის განმავლობაში, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" თავისი განშტოებებით, საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა, ანტიეკლესიურმა პოლიტიკურმა ძალამ და ამის კულმინაცია იყო შტურმი ეკლესიაზე. ეს შტურმი ხორციელდებოდა სხვადასხვა საშუალებით, „ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებული მედიასაშუალებებისა და აქტივისტების გამოყენებით. ნათქვამია, ზოგი ჭირი მარგებელია და ამ სირთულეების ფონზე, რაც იყო გასული ორი კვირის განმავლობაში, მადლობა ღმერთს, შეწყდა შტურმი ეკლესიაზე, რომელიც ხორციელდებოდა „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან თუმცა, ეს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას. ჩვენ უნდა დავიცვათ ეკლესია და ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ეროვნულ იდენტობასთან“.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე / პარლამენტის პლენარული სხდომა
ავტორი: ექსპრესნიუსი,