|
2019-11-25 22:46:45, 1131 ნახვა
საზოგადოება
ე.წ. პუფები პარლამენტის შესასვლელთან და ზურგჩანთით მიტანილი შეშა - პიკეტირება გრძელდება
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ჭიჭინაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთნ პუფები მიიტანეს. როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ადგილზე ეკრანი განთავსდება და აქციის პარალელურად, მოქალაქეები პრეზენტაციებს და დისკუსიებს გამართავენ. ამასთან, სოციალურ ქსელში მოძრაობამ „ქვეყნის სამსახურში“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პარლამენტთან შეშა ზურგჩანთით მიიტანა.
„პოლიცია იქცევა სამარცხვინოდ, დააკავეს და საჯარიმოზე გადაიყვანეს ყველა მანქანა რომელშიც შეშა გვაქვს ამ ღამის თბილად გასატარებლად. ამასობაში სანამ ჩვენ პოლიციას დავდევთ, ამასობაში მოქალაქე მოვიდა და ჩანთით მოგვიტანა იმდენი შეშა, რამდენის ზიდვაც შეძლო“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. გარდა ამისა, მას შემდეგ, რაც პოლიციამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი კასრები და შეშა ჩამოართვა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კასრების ხელით მიტანა დაიწყეს, თუმცა სამართალდამცველებმა არც ამის საშუალება მისცეს და ჩამოართვეს. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განმარტა, კასრებით ქუჩების ჩახერგვაა შესაძლებელი, ამიტომ პრევენციის მიზნით, აქციის მონაწილეებს დროებით ჩამოერთვათ. რაც შეეხება კარვებს, აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის 1 კარვის გაშლა შეძლეს ჩიტაძის ქუჩაზე, პარლამენტის შესასვლელთან. ასევე რამდენიმე კარავია გაშლილი რუსთაველის გამზირზე. შეგახსენებთ, პარლამენტთან ვადამდელი პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ დღეს ღამის განმავლობაში პარლამენტის სრულ პიკეტირებას მოახდენენ, რათა ხვალ, მმართველი გუნდის დეპუტატებმა პლენარული სხდომა ვერ ჩაატარონ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)