14:01 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 20:58:25, 1132 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს [ვიდეო]

საპროტესტო აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის პიკეტირებას იწყებენ.

ადგილზე შეკრებილებს სამოქმედო გეგმა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ გააცნო.

ხოშტარიამ მათ მოუწოდა, პიკეტირება პოლიტიკოსებთან ერთად ჩიტაძის ქუჩის მხრიდან დაიწყონ და შენობის გარშემო ცოცხალი ჯაჭვი შეკრან.

„ჩვენ ახლა გადავალთ ჩიტაძის მხარეს, ჩავდგებით წინ და დავარტყავთ ცოცხალ ჯაჭვს პარლამენტს. დაინახონ ჩვენი ძალა, დაინახონ, რომ ეს პარლამენტი არ ეკუთნით ივანიშვილის მონებს და ბანდიტებს. პარლამენტი ეკუთნის ხალხს და ჩვენ ვიდგებით ამ პარლამენტში. ჩვენი პროტესტი არის არაძალადობრივი, სამართლიანი და მტკიცე“, - მიმართა ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.

შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან ასობით ადამიანი კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით შეიკრიბა. ისინი აცხადებენ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics