|
2019-11-25 19:41:06, 1096 ნახვა
საზოგადოება
საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა
პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის გამო, რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. თავდაპირველად მოძრაობა ნაწილობრივ იყო შეზღუდული, თუმცა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ, სამართალდამცველებმა გზის გადაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს. აქციის ასევე მსვლელობით შეუერთდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა კვლავ ვადამდელი, პროპორციული არჩევნების ჩატარებაა. ისინი აცხადებენ, რომ თუ მოთხოვნების არ შესრულდება, პროტესტს არ შეწყვეტენ. ამასთან, ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ დღეს პარლამენტის პიკეტირება კვლავ მოხდება, რათა ხვალ დეპუტატებმა პლენარული სხდომის ჩატარება ვერ შეძლონ. ამ დროისთვის ადგილზე ასობით მოქალაქე იმყოფება. ამასთან, როგროც პარლამენტის ეზოში, ისე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დილიდან დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)