2015-07-22 12:23:17, 459 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში საკომიტეტო სხოდმაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხოდმაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
სხდომაზე, დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მაშინ მოხდა, როცა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გია ბარამიძე გომელაურს ქვეყანაში „ქურდული სამყაროს“ გააქტიურებასთან და კანონიერი ქურდის „რემენას“ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაყვანასთან დაკავშირებით უსვამდა კითხვას.
მანდატურებმა უმცირესობის ნაწილს სხდომა დაატოვებინეს.
ცნობისთვის, კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის კანდიდატს ვახტანგ გომელაურს უსმენენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან