10:17 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 13:34:23, 2378 ნახვა

რეგიონი
ლევან დავითაშვილი რაჭის მოსახლეობას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მოსახლეობასთან ღია შეხვედრების ფარგლებში, ქ. ამბროლაურში, რაჭის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი სოზარ სუბარი, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.  ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ  მიაწოდეს ინფორმაცია და მათ  საჭიროებებს გაეცნენ.

მოსახლეობამ ერთ-ერთ მთავარ საჭიროებად ბუნებრივ რესურსებზე ხელმისაწვდომობის საკითხი დააყენა, მათ შორის ხე-ტყის მოპოვებასა და არაკომერციული მიზნით ქვიშა-ხრეშის ხელმისაწვდომობაზე.

ლევან დავითაშვილმა მოსახლეობას ტყის კოდექსში შეტანილი ცვლილებები  გააცნო და აღნიშნა, რომ მაქსიმალურად გათვალისწინებულია მათი საჭიროებები.

„მოსახლეობასთან შეხვედრების ასეთი ფორმატი საშუალებას გვაძლევს, უფრო კარგად გავიგოთ იმ საჭიროებების შესახებ, რომელიც რეგიონებში არსებობს და შემდგომ  გარკვეული კორექტირება შევიტანოთ როგორც საკანონმდებლო დოკუმენტებში, ასევე, სახელმწიფო პროექტებსა და აქტივობებში. მოსახლეობის მხრიდან იყო შენიშვნები, რომელიც ჩვენ უკვე ავსახეთ მარეგულირებელ დოკუმენტებში და სახელმწიფომ საკანონმდებლო დონეზე გაითვალისწინა. ესენია ტყით სარგებლობის და ბუნებრივი რესურსების მოპოვების საკითხები, რომლებიც  უკვე ინიცირებულია და მთავრობა უახლოეს ხანებში მიიღებს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

მოსახლეობასთან ღია დიალოგის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონის 253 სოფელში,   203 შეხვედრა გაიმართა.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics