12:56 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-25 13:31:13, 1144 ნახვა

საზოგადოება
ვაჟა-ფშაველას გამზირი ამაღამ სამედიცინო უნივერსიტეტთან დაიკეტება

საფეხმავლო ხიდის სადემონტაჟო სამუშაოებიდან გამომდინარე, 25 ნოემბრის 23:00-დან 26 ნოემბრის 07:00-მდე ვაჟა-ფშაველას გამზირის მონაკვეთი იონა ვაკელის ქუჩიდან მიხეილ ასათიანის ქუჩამდე გადაიკეტება.

შესაბამისად, ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით იმოძრავებს იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და ასათიანის ქუჩების გავლით.

ხიდის ადგილზე მიმდინარე წლის სექტემბრიდან ამოქმედებულია შუქნიშნით ორგანიზებული ქვეითთა გადასასვლელი.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის პრემიერმინისტრი თანამდებობიდან გადადგა
გაორმაგების დღე City Mall-ში - 5 ივლისს PLUS ქულებით გადახდისას 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ
5 ივლისი გაორმაგების დღეა - შეიძინეთ სასურველი ნივთი PLUS ქულებით, დარჩენილი თანხა კი ნაწილ-ნაწილ გადაიხადეთ
ივნისში წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა - საქტატი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics