|
2019-11-22 14:38:50, 2523 ნახვა
სამართალი
ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულებს 9 და 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფის მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ბრალდებულები ბ.კ. და ა.ლ. დამნაშავედ ცნო. როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, ამავე განაჩენით ბ.კ. ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების 5 ეპიზოდში, ხოლო ა.ლ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ 2019 წლის 30 იანვრიდან 23 თებერვლის ჩათვლით, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც უკანონოდ შეიძინა და ინახავდა, სხვადასხვა ოდენობით: 0,156 გრ., 0,1698გრ., 0,115 გრ, 0,1323 გრ და 0,103 გრ. მოქალაქეზე 250-250 ლარად გაასაღა. ასევე დადასტურდა, რომ ბ.კ.-მ წინასწარი შეთანხმებით ა.ლ.-სთან ერთად, უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,1 გრ. და 0,14 გრ. „ჰეროინი", რომელიც 2019 წლის 3 და 4 თებერვალს 250-250 ლარად გაასაღა. უკანონოდ გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები ამოღებული იქნა სამართალდამცველების მიერ. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით ასევე დადგინდა, რომ ა.ლ.-მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა 0,0099 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი", რომელიც ამოღებული იქნა მისი საცხოვრებელი ბინიდან. სამართალდამცველებმა ბ. კ. და ა.ლ. 2019 წლის 1 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. ბ.კ-ს ბრალდება 5 ეპიზოდზე სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1 და მე-4 ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება), ხოლო ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" და მე-5 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ) წარედგინა. ა.ლ.-ს 260-ე მუხლის 1 ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და ორ ეპიზოდზე 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ"და მე-5 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინა. ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.კ. და ა.ლ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად ბ.კ.-ს 9 წლით, ხოლო ა.ლ-ს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)