11:40 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-21 13:52:34, 991 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილი: საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის, წელს ციტრუსის მოსავალი მაღალი ხარისხისაა

20 ნოემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა  1,658 ტონა შეადგინა. წლევანდელი მოსავალი კარგი ხარისხით გამოირჩევა, რაც ექსპორტისა და ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის შესაძლებლობას ზრდის.

ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთი (905.7 ტ), სომხეთი (467.7 ტ), უკრაინა (221.9 ტ), ლატვია (40.6 ტ) და აზერბაიჯანი (22.0 ტ).

ნარინჯისფერი რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ციტრუსის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბი გახსნა.

საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მისაღებად, ფუნქციონირებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  ცხელი ხაზიც (1501).

„ნარინჯისფერი რთველი მალე აქტიურ ფაზაში შევა. პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უწევს კოორდინაციას. მოსავლის დაბინავებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები დასრულებულია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წელს მაღალი ხარისხის მოსავალს ველოდებით. შესაბამისად, ფერმერები პროდუქციის რეალიზაციას მაღალ ფასში შეძლებენ. ვფიქრობთ, ფერმერებისთვის წარმატებული წელი იქნება. მოსავლის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, არასტანდარტული მანდარინი იქნება უფრო ცოტა, თუმცა გადამმუშავებელი საწარმოები მზად არინ პროდუქციის მისაღებად. რაც შეხება საექსპორტო ბაზრებს, ტრადიციული ბაზრებია რუსეთი და უკრაინა. მნიშვნელოვანია, რომ ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გაჩნდა ინტერესი ბელორუსის მხრიდან. იმედი მაქვს, დალაგდება ლოგისტიკური საკითხები და ქართული მანდარინი ბელარუსის ბაზარზეც  დაიკავებს თავის ადგილს. ჩვენი პროდუქცია  კონკურენტუნარიანია. შეფუთვა, სწორად მიწოდება - ამ მოთხოვნებს უკვე ვაკმაყოფილებთ. დღეს ქართული მანდარინი თანამედროვე, დადგენილი სტანდარტით არის ბაზაზე წარმოდგენილი. შარშან გვქონდა საცდელი პარტიების წარმატებული ექსპორტი პოლონეთში, სპარსეთის ყურისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ექსპორტის ეს მიმართულებები ვერ ჩაანაცვლებს არსებულ ბაზრებს, თუმცა, სამომავლოდ იქნება მზარდი და დივერსიფიკაციას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics