|
2019-11-20 16:21:00, 1502 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი ფერმერებს პროფესიულ დღეს ულოცავს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფერმერებს პროფესიულ დღეს ულოცავს. „ვფიქრობ, თქვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობა და, სწორედ ამიტომ, 2013 წლიდან შეღავათიანი აგროპროექტის განხორციელება დავიწყეთ. დღეის მდგომარეობით, ფერმერებსა და მეწარმეებზე გაცემულია 37 ათასზე მეტი შეღავათიანი სესხი. მეხილეობის დარგის განვითარებისთვის პროექტი „დანერგე მომავალი“ შეიქმნა. ჩვენ ტრადიციულად მივსდევთ სოფლის მეურნეობის ამ მიმართულებას და მოხარული ვარ, რომ თქვენი აქტიურობით, შრომისმოყვარეობით და ჩვენი მხარდაჭერით უკვე გაშენებულია 8 ათასამდე ჰექტარი ვაშლის, ქლიავის, მსხლის, ხურმის, კალის, ნუშის და კენკრის ბაღები. სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი პროექტები ხორციელდება მესაქონლეობის, თაფლის წარმოების, მეთხილეობის, მეჩაიეობის გასავითარებლად. მევენახეობა-მეღვინეობაში განხორციელებულმა მნიშვნელოვანმა სახელმწიფო მხარდაჭერამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა. თქვენი აქტიურობით და ჩვენი თანადგომით შენდება გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოები. რისკების, რომელიც აგრარულ სფეროში საკმაოდ მაღალია, დაზღვევის მიზნით, მოქმედებს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროექტი, რომელშიც სულ უფრო მეტი მეწარმე და ფერმერი ერთვება. სახელმწიფოს მხრიდან წარმატებულად განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის პროექტი და ამ მიმართულებით კვლავ გაგრძელდება მუშაობა. მინდა ახალგაზრდების მხრიდან დარგით დაინტერესებასაც გავუსვა ხაზი და აღვნიშნო, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება. ახალგაზრდების გარეშე, მათი შესაძლებლობების გამოყენების გარეშე ჩვენ ნამდვილად ვერ შევძლებთ დარგის ადეკვატურ განვითარებას. მოხარული ვარ, რომ სახელმწიფო პროექტებში, რომლის მიზანიც სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარებაა, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ერთვება. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ფეხდაფეხ მიყვებით განვითარების პროცესს, იღრმავებთ ცოდნას, ნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და ქმნით კონკურენტუნარიან ქართულ პროდუქტს, პროდუქტს, რომელიც ეტაპობრივად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენ თქვენს გვერდით ვარ წარმოების სრული ჯაჭვის ყველა ეტაპზე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი წარმატება, რაც ქვეყნის ეკონომიკის და, შესაბამისად, ქვეყნის წარმატებას ნიშნავს. ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს. პროდუქციის რეალიზაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება. გამოწვევები და, შესაბამისად, დაგეგმილი აქტივობები სამომავლოდ მრავლად გვაქვს. სოფლის მეურნეობა ის დარგია, სადაც გაწეული შრომისა და დანახარჯის ხელშესახები შედეგის მიღებას რამდენიმე წელი სჭირდება. ჩვენ ნაბი-ნაბიჯ მივდივართ და ამ მასშტაბურ შედეგებს მალე ვნახავთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს! ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელმაც ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური აღორძინება უნდა უზრუნველყოს, სწორედ სოფლის მეურნეობის ეფექტიანი განვითარებაა. მთავარი ძალა კი თქვენ, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ადამიანები ხართ", - ნათქვამია ლევან დავითაშვილის განცხადებაში.
(NS)
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
უილსონი - დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე ამერიკის ყველაზე უარესი მოძულეები იკრიბებიან, ოცნების ყალბი პრეზიდენტი ყაველაშვილი ცერემონიალზე დასწრებას გეგმავს
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)