|
2019-11-20 12:38:07, 2243 ნახვა
ეკონომიკა
ეკონომიკის სამინისტრო - 10 თვეში, წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ლიცენზიების ფარგლებში 2 290 სამუშაო ადგილი შეიქმნება
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წიაღის ეროვნულ სააგენტოს, მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონი 459 ობიექტზე აქვს გამოცხადებული. სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით, გაცემული ლიცენზიების რაოდენობამ 401 შეადგინა. აუქციონის ფასისა და მოსაკრებლის სახით, ნოემბრის თვის მდგომარეობით, სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოდან ბიუჯეტში შევიდა 52 282 809 ლარი. რაც შეეხება გაცემული ლიცენზიების საინვესტიციო მოცულობას, 10 თვის მონაცემებით ეს თანხა 69 450 000 ლარია. ამავე პერიოდის მონაცემებით, მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ექსპორტის მაჩვენებელშიც - წიაღის სასაქონლო პროდუქტების წილი გაზრდილია სპილენძისა და მინერალური/ გაზიანი წყლების ნაწილში. აღსანიშნავია დასაქმების მაჩვენებელიც - 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაცემული ლიცენზიების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტებით შეიქმნა დამატებით 2 290 სამუშაო ადგილი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)