06:40 - 08 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 22:23:13, 1700 ნახვა

სამართალი
სასამართლოში აქციის დაშლისას დაკავებული 37 პირის საქმეს ერთი მოსამართლე, მორიგეობით ამ დრომდე განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებული 37 პირის საქმეს ერთი მოსამართლე, მორიგეობით განიხილავს.
საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან აქციის მონაწილეებიც, რომლებმაც, რუსთაველის გამზირიდან სასამართლოში გადაინაცვლეს. ადგილზე არიან დეპუტატები ელენე ხოშტარია და ხატია დეკანოიძე.
ცოტახსნის წინ სასამართლოში მივიდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრო ნაზი ჯანეზშვილიც, რომელსაც საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან შეხვედრა უნდოდა.

 სასამართლოში 18 ნოემბრის საპროტესტო აქციების დროს დაკავებული 6 პირის სასამართლო პროცესი თითქმის 4-საათიანი დაგვიანებით განახლდა. გიგა მაქარაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი ნადირაძის, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს. შეგახსენებთ, შსს-ს ინფორმაციით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ 37 პირია დაკავებული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics