02:51 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-19 16:42:31, 1458 ნახვა

კომენტარი
თალაკვაძე: რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის

„ბატონი რომან გოცირიძე ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით ვერ მიდის“, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის დალუქვის ფაქტს.

მისი თქმით, რომან გოცირიძეს ასეთი ჟესტის გაკეთება თანაპარტიელებმა სთხოვეს.

„პარლამენტმა მუშაობა განაახლა. ის აგრძელებს მუშაობას ყველა იმ  მნიშვნელოვან საქმესა და საკითხზე, რომლებიც საშემოდგომო სესიაზე უნდა იყოს მიღებული. მათ შორის არის მიწის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ინიციატივა, რომელიც ძალიან ბევრ მოქალაქეს აინტერესებს, არის 2020 წლის ბიუჯეტი. პროექტი, რომელშიც გათვალისწინებულია ხელფასების მნიშვნელოვანი მატება პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, პოლიციელებისთვის, ჯარისკაცებისთვის. არის გათვალისწინებული პენსიების ზრდაც, ინფრასტრუქტურული პროექტები და სხვა. პარლამენტის საქმიანობას კანონდარღვევით და რაიმე ტიპის ბლოკირებით ხელს ვერავინ შეუშლის და ის თავის საქმიანობას ბოლომდე მიიყვანს. რაც შეეხება ბატონ რომან გოცირიძეს, ის ინტელიგენტი კაცია, არ არის მათ შორის, ვისი აზროვნებაც ბოქლომის იქით არ მიდის. როგორც ჩანს თავისმა თანაპარტიელებმა სთხოვეს, რომ ასეთი ჟესტი გაეკეთებინა, თუმცა მინდა გითხრათ, ვერავინ ჩაკეტავს პლენარულ სხდომათა დარბაზს. ის მომავალ კვირას არის და ჩვეულებრივად ჩატარდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, დღეს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის კარი ბოიკოტის ნიშნად  დალუქა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics