2019-11-19 16:25:33, 1340 ნახვა
საზოგადოება
რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზი დალუქა
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის კარი დალუქა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, კოდის გახსნას ის შეძლებს, ვინც პროპორციულ არჩევნებში გაიმარჯვებს.
„არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას.“ როგორადაც არ უნდა გამოიყენონ ძალა, ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული, აქ სხდომა არ გაიმართება. დაედება პარლამენტის პლენარულ სხდომას ბოქლომი. ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია, პლენარული სხდომის მუშაობას, უცხადებს ბოიკოტს და არ დაუშვებს, რომ ივანიშვილმა და მისმა გაკოტრებულმა გუნდმა, იძალადოს ხალხზე და არ მიიღოს ისეთი კანონები, როგორსაც ითხოვს ხალხი. გინდათ ბოქლომების ომი? აქ მიიღებთ ბოქლომების ომს. კოდი არის პროპორციული არჩევნების კოდი და ვინც პროპორციულ არჩევნებში გიმარჯვებს ის გახსნის აი ამ კოდს“, - განაცხადა გოცირიძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,