|
2019-11-18 21:35:15, 1508 ნახვა
სამართალი
ზურაბ ჯაფარიძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს
პარლამენტთან, საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებული პარტია „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს. როგორც ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა. „ხელწერილის საფუძველზე გამათავისუფლეს, რომ საგამოძიებო ორგანოში გამოვცხადდები, თუ დამიძახებენ. გასაგებია, რომ გამათავისუფლეს იმის გამო, რომ მეტ-ნაკლებად ცნობადი სახე ვარ, თორემ იქ არიან ადამიანები, რომელთაც ასევე, არაფერი დაუშავებიათ. დიდი ალბათობით, ყველას გადაიყვანენ „კაპეზეზე“ და ხვალ იქნება ალბათ ერთობლივი სასამართლო“, - განაცხადა ჯაფარიძემ. რაც შეეხება დაკავების მიზეზს, ჯაფარიძე ამბობს, რომ ოფიციალურად ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან, თუმცა მისი შეფასებით, ეს პოლიტიკური ტერორის გამოხატულებაა. „ფორმალური მოტივი, რაც უწერიათ, არის ხულიგნობა და დაუმორჩილებლობა, რომელზეც უკვე მეოცედ მაკავებენ, მაგრამ რეალურად, დაკავება იყო იმიტომ, რომ ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერორი მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ჩვენ ვიყავით ჩიტაძეზე, პიკეტირებას ვახდენდით პარლამენტის შესასვლელის, რა დროსაც ზემოდან დაიძრა სპეცრაზმი. ჩვენ დავჯექით ქვაფენილზე, იმედი გვქონდა, რომ არ გადაგვივლიდნენ ზემოდან, თუმცა შეგვეშალა, გადაგვიარეს. ტკეპნიდნენ უბრალოდ ადამიანებს. დამაკავეს იმის გამო, რომ სპეცრაზმს ვაკავებდი, რომ ადამიანები არ გაეჭყლიტათ, მაგრამ მერე გადამათრიეს უკან, ხელები ამომიტრიალეს და ჩამსვეს მანქანაში. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ტერორი. გვყავს ხელისუფლება, რომელიც ფაქტობრივად არის არალეგიტიმური, რომელმაც გადააგდო ყველა და ყველაფერი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას მომავალი არ გააჩნია, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება და არ გვეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება, თუნდაც სრულიად იდიოტებით იყოს ის დაკომპლექტებული“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, დღეს აქციის დაშლისას სამართალდამცველებმა სულ 18 პირი დააკავეს. ოფიციალური მონაცემებით, პოლიციასთან დაპირისპირების დროს დაშავდა 3 ადამიანი.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)