21:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-21 13:46:01, 632 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილმა საბადრაგო სამსახურის ახალი ავტოპარკი გახსნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა  ახალი დასავლური სტანდარტების შესაბამისი საბადრაგო სამსახურის  ავტოპარკი და ოფისი გახსნა.

უწყების ინფორმაციით, ავტოპარკში განთავსებული მანქანები კატეგორიების მიხედვითაა დიფერენცირებული და განკუთვნილია არასრულწლოვანი, ქალი და ყველა რისკის სრულწლოვანი მამაკაცი მსჯავრდებულებისათვის. აქვეა, თანამედროვე სტანდარტების რეანომობილები, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში მსჯავრდებულების დროულ და უსაფრთხო გადაყვანას უზრუნველყოფენ.

აღსანიშნავია, რომ მაღალი რისკის პატიმრებისთვის განკუთვნილი ავტომობილები  ანტივანდალური საკნებითა და შესაბამისად,  თვითდაზიანების პრევენციის მექანიზმითაა აღჭურვილი.  

 გიორგი მღებრიშვილის განმარტებით,  ახლადშეძენილი მსჯავრდებულთა გადასაყვანი  სატრანსპორტო საშუალებები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და  ადამიანის უფლებების  დაცვით,  მათ უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს.

„რეფორმის ფარგლებში ჩვენ ვქმნით შესაბამის გარემოს  იმისთვის, რომ მსჯავრდებულმაც ღირსეულ პირობებში მოიხადოს სასჯელი და თანამშრომელსაც მიეცეს იმის საშუალება, რომ ეფექტურად და წარმატებით შეძლოს თავისი მოვალეობის შესრულება. სწორედ ამ მიზნებს ემსახურება საბადრაგო სამმართველოს ახალაშენებული შენობა და განახლებული, ევროპული სტანდარტების ავტოპარკი. ჩვენ უარს ვამბობთ ყველაფერ საბჭოურსა და მოძველებულზე, სამუდამოდ გავაჩერეთ ის ავტომანქანები, რომლებიც  წამებასთან და არაადამიანურ მოპყრობასთან ასოცირდება, რომლებითაც 20 პატიმრის ნაცვლად, 50 გადაჰყავდათ. ახლადშეძენილი ავტომობილები სრულად შეესაბამება დასავლურ სტანდარტებს და მსჯავრდებულების უსაფრთხო, ადამიანის უფლებების სრული დაცვით გადაადგილებას უზრუნველყოფს. განახლებულია საბადრაგო სამმართველოს პირადი შემადგენლობის ფორმები და აღჭურვილობაც“, -  განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

 მინისტრმა ჟურნალისტებს ავტომობილები  პირადად დაათვალიერებინა და  მათ ახალი საბადრაგო სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულება  და ფუნქციები დეტალურად განუმარტა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics