02:23 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-16 20:15:43, 2000 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტთან აქცია განახლდა

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია განახლდა.

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტები, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.

მათი მოთხოვნები უცვლელია:

1. ვადამდელი პროპორციული არჩევნები (გერმანული მოდელი, სულ 76 ხმა და 3 კვირა სჭირდება კანონის მიღებას)

2. არჩევნები ჩატარდეს დროებითი მთავრობის მიერ. (ანუ გადადგეს არსებული მთავრობა გიორგი გახარიას მეთაურობით)

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირს არ დატოვებენ და სახელმწიფო შენობების პიკეტირებას განაგრძობენ.

ამასთან, ისინი ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებენ, ამ მოთხოვნებს შეურთდნენ.

შეგახსენებთ, საპროტესტო ტალღა მმართველი გუნდის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, რომლის ინიციატორებიც „ქართული ოცნების“ დეპუტატები იყვნენ, მათივე თანაგუნდელების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics