10:30 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-15 17:45:25, 1908 ნახვა

საზოგადოება
საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ოსური მედია იუწყება, რომ ლენინგორის (ახალგორი) საქალაქო სასამართლომ საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილს, ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

ტრავმატოლოგ-ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა.

„ლენინგორის საოლქო სასამართლოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკავებულ საქართველოს მოქალაქე ვაჟა ჯონდოს ძე გაფრინდაშვილის მიმართ მოხდა აღკვეთის ღონისძიების, ორთვიანი პატიმრობის შეფარდება“, - აცხადებენ ცხინვალის „კაგებეს“ პრესსამსახურში.

ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ხაზთან 9 ნოემბერს დააკავეს. მას ე.წ საღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. როგორც ცნობილი ექიმის მეუღლემ მედიას განუცხადა, გაფრინდაშვილი პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თინა ბოკუჩავა – მქონდა ძალიან სერიოზული სინდისის ქენჯნა, რომ ხაბეიშვილის შეცვლის მიზეზად დასახელდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რაც არ იყო რეალური
კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად ომისთვის მზადყოფნა გამოაცხადა
CNBC: ტრამპმა ტექნოლოგიური გიგანტები 2025 წლის საბაზრო კრახის დროს შეიძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics