|
2019-11-15 14:06:30, 3448 ნახვა
ეკონომიკა
ქართლის ქარის ელექტროსადგურის გასხვისების აუქციონში „კავკასიის ქარის კომპანიამ“ გაიმარჯვა
ქართლის ქარის ელექტროსადგურის 100%-იანი წილის გასხვისების აუქციონი გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში კომპანია შპს „კავკასიის ქარის კომპანიამ" გაიმარჯვა, რომელმაც შეძენის ფასი 14,400,000,00 აშშ დოლარი (თოთხმეტი მილიონ ოთხასი ათასი) დააფიქსირა. გამარჯვებულ კომპანიასთან 10 დღის ვადაში გაფორმდება წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულება, წილის შესყიდვის წინარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღის განმავლობაში კი შპს „კავკასიის ქარის კომპანიას" აქვს შესაძლებობა აწარმოოს მოლაპარაკება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან სესხის გადაყოლის შესახებ. თუ არ შედგება შეთანხმება, მაშინ კომპანია ვალდებულია მოახდინოს ჯერ სესხის თანხის გადაფარვა, ხოლო შემდგომ კი „გამყიდველების" მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე „შეძენის ფასის" ჩარიცხვა. სს „საქართველოს ენერგერგეტიკის განვითარების ფონდისა" და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" მიერ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის" 100%–იანი წილის საჯარო აუქციონით გაყიდვის მიზნით განაცხადი 16 სექტემბერს გამოქვეყნდა და სააუქციონო დოკუმენტაცია ცხრა კომპანიამ გაიტანა. კომპანიის საბაზრო საწყისი ღირებულება 14, 250, 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ქართლის ქარის ელექტროსადგური ექსპლუატაციაში 2016 წლის დეკემბერში შევიდა, მისი დადგმული სიმძლავრე 20.7 მეგავატს შეადგენს, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება კი 84,1 მილიონი კილოვატ საათია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)