2019-11-14 22:45:52, 1482 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეთა ნაწილი ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მიემართება.
ისინი პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო პასუხისმგებლობას ივანიშვილს აკისრებენ და აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ხელისუფლების შენარჩუნებას ცდილობს.
ამასთან, აქციის მონაწილეთა უმრავლესობა კვლავ პარლამენტის შენობასთან რჩება. ადგილზე მათ რამდენიმე კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ თუ მოთხოვნები არ შესრულდება, რუსთაველის გამზირს არ გახსნიან. მთავარი მოთხოვნა პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებაა.
ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,