01:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 21:33:00, 1572 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ენას ძვალი არ აქვს, ოპონენტებს ყველაფრის თქმა შეუძლიათ

„ნაციონალური მოძრაობა“ „მელკი“ ტყილებით არის გამორჩეული, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ კამპანიის ნარატივი იყო, რომ „ქართული ოცნება“ პროპორციული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში 30%-ზე მეტს ვერ აიღებდა.

„მარტივი მათემატიკაა, თუ „ქართული ოცნება“  ვერ აიღებს 30%-ზე მეტს, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პროპორციული სისტემა გვექნება, თუ შერეული. აი, ამ დონის „მელკი“ ტყუილებით არის გამორჩეული „ნაციონალური მოძრაობა“. აბსოლუტურად წარმოუდგენელია ასეათი სიცრუით როგორ შეიძლება კაცი და ქალი მოქმედებდეს.

თუ 30%ზე მეტს ვერ აიღებს პარტია, სულერთია როგორი საარჩევნო სისტემა იქნება, ნებისმიერ შემთხვევაში აგებს არჩევნებს.  ენას ძვალი არ აქვს. ოპონენტებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან. თვითონ იხლართებიან ხოლმე თავიანთ ტყუილში. ცოტახნის წინ,  სააკაშვილი საუბრობდა წყალტუბოს პროექტზე. რა თქმა უნდა, დაგმო და თქვა, რომ ჩვენ 2008 წლიდან დავიწყეთ ეს პროექტი და 2013 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა „ქართული ოცნების“ გამო ვერ დავასრულეთო. ეს ხომ ბურატინოს რანგის ტყუილია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics