09:19 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 20:50:55, 1699 ნახვა

საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს

საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს ტრავმატოლოგ ორთოპედთა კავშირის თავმჯდომარის ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების გამო უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამს.

როგორც ასოციაციების განცხადებაშია აღნიშნული, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლის დაკავება არის გაეროს თუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აღიარებული ჰუმანიტარული ნორმის დარღვევა.

„გვინდა მოვუწოდოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას გამოიჩინოს კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონო ტყვეობაში მყოფი ექიმი.

უამრავი ადამიანი ცხინვალის რეგიონიდან  შეუზღუდავად იღებდა და დღესაც იღებს სამედიცინო დახმარებას ჩვენი ექიმებისგან.

ასევე მივმართავთ ცხინვალის სამედიცინო საზოგადოებას , იმ ადამიანებს რომლებთან ერთადაც ვზრუნავდით ჩვენი თანამოქალაქეების ჯანმრთელობაზე ,  გამოხატონ სამოქალაქო პოზიცია  და ყველა ღონე იხმარონ, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს  ბატონი ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics