01:17 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 20:19:01, 1734 ნახვა

პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები პროპორციული სისტემით ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ

"ლეიბორისტული პარტიის" ოფისში 20 ოპოზიციურ პარტიასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის კონსულტაციები დასრულდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის სერგი კაპანაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა, რომ ყველაზე შეურიგებელი პარტიებიც კი, გააერთიანა.

"ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვექნება, პირველი გადასვლა პროპორციულ სისტემაზე რომელიც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის შემდეგ კი პროპორციული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ესენია ჩვენი მოთხოვნები და ამისთვის ვიბრძოლებთ ჩვენ.  ივანიშვილმა საზოგადოებას უთხრა, რომ ის აპრებს, ხელისუფლების უზურპაციას ნებისმიერი გზით, ამას ჩენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

"რესპუბლიკური პარტიის" ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნის პარალერულად, ოპოზიცია პროტესტის სხვადასხვა ფორმებსაც მიმართავს.

"ძირითადი შეთანხმება შედგა, ჩვემ მთლიანად ოპოზიცია მზად ვართ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის.  ჩვენ ნებისმიერი სისტემით დანიშნულ არჩევნებს მოვუგებთ ბიძინა ივანიშვილს. ამიტომ ვადამდელი არჩევნები არის საერთო მოთხოვნა“, - განაცხადა დავით ბერძენივილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics