|
2015-07-21 10:04:47, 370 ნახვა
პოლიტიკა
დავით უსუფაშვილი: მსოფლიო არ ცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს
„მსოფლიო არ ცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს. რუსეთის პროვოკაციას არ უნდა წამოვეგოთ და მსოფლიო მხარდაჭერა შევინარჩუნოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, ტუსკი ხვალ, ცხინვალის რეგიონში, საოკუპაციო ზოლს მოინახულებს, რაც, უსუფაშვილის შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ მსოფლიო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს აღიარებს. “დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილი იყო ერთი კვირის წინ, მაგრამ მან ჩამოსვლა ვერ შესძლო იმ დიდი კრიზისის გამო, რომელიც ევროპას საბერძნეთთან დაკავშირებული მოვლენების გამო ემუქრებოდა. იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ გრძელდება და ძალიან ბევრია სამუშაო, ბატონმა ტუსკმა საქართველოში ორი დღით ჩამოსვლა შესძლო. ეს არის იმის სერიოზული ხაზგასმა, რომ მართალია საქართველო ევროზონის და ევროკავშირის წევრი არ არის, მაგრამ საქართველო უკვე არის ევროკავშირთან ასოცირებული და ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი საჭიროდ თვლის ამ დაძაბულ დღეებში საქართველოში ორი დღე დაჰყოს. მისი ჩამოსვლა გარკვეულწილად სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია იმ მოვლენებზე, რაც ბოლო დღეებში ცხინვალის რეგიონში განვითარდა, საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის ხვალ ამ ადგილს თავად ესტუმრება და იქნება კიდევ ერთი ხაზგსმა იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მსოფლიოს მიერ არის აღიარებული და ყველა ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაქვს, არის დროებითი მოვლენა. მსოფლიო არ სცნობს დამოუკიდებელ ოსეთს და აფხაზეთს, მსოფლიო არ სცნობს რუსეთის ექსკლუზიურ უფლებებს ამ ტერიტორიებზე. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან გონიერები ამ ვითარებაში, რათა რუსეთის არანაირ პროვოკაციას არ წამოვეგოთ და შევინარჩუნოთ მსოფლიო მხარდაჭერა, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასეთ შემთხვევაში ოკუპაცია და ყველა სხვა პრობლემა დროებითია. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მსოფლიო ვერ ავიყოლიეთ და რაიმე სხვა მოვლენებს ექნება ადგილი, მაშინ შეიძლება გრძელვადიან პრობლემებთან გვქონდეს საქმე. ბატონი ტუსკის ვიზიტი არის ამაზე ხაზგასმა”, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)