00:03 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-11-14 10:23:34, 1144 ნახვა

პოლიტიკა
ბიზნეომბუდსმენად მიხეილ დაუშვილი დაინიშნა

ბიზნესომბუდსმენის თანამდებობას მიხეილ დაუშვილი დაიკავებს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

„მიხეილ დაუშვილი დღეიდან დაინიშნება ბიზნესომბუდსმენად. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ძლიერი ქართული ბიზნესი არის ჩვენი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური გამოწვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უნდა დაგვეხმაროს შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ამით დავამარცხოთ სოციალური სიდუხჭირე. ბიზნესის მხარდაჭერა იქნება ბატონი მიხეილის ძირითადი ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ღირსეულად გაართმევს თავს ამას. ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც იქნება მიხეილ დაუშვილთან მიტანილი რამდენიმე წუთის განმავლობაში იქნება პრემიერის კაბინეტში მოხვედრილი“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ დაუშვილი მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან დღემდე, შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი იყო.

შეგახსენებთ, რომ ბიზნესომუდსმენის თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც ირაკლი ლექვინაძემ პოსტი საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics