|
2019-11-13 20:33:35, 2728 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ასეთი საბიუჯეტო პროცესი დიდი ხანია არ გვქონია
ასეთი საბიუჯეტო პროცესი ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია - პირველივე დღიდან, პრემიერ-მინისტრი ჩართული იყო სხვადასხვა უწყებასთან და მხარეებთან დისკუსიაში, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ რომან გოცირიძის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტის მომზადების პროცესში თავიდანვე აქტიურად იყო ჩართული ყველა დაინტერესებული მხარე. „გულწრფელად გეუბნებით, რომ ასეთი საბიუჯეტო პროცესი ჩვენ დიდი ხანია არ გვქონია, პირველივე დღიდან, პრემიერ-მინისტრი აქტიურად იყო ჩართული. ამ დოზით პრემიერი ყოფილიყო ჩართული, დღეში რამდენიმე საათი გაეტარებინა სხვადასხვა უწყებასთან და ნ და სხვადასხვა მხარესთან დისკუსიაში, არ ყოფილა. შედგა შეხვედრა უმრავლესობასთან, მთავარი კომიტეტების ხელმძღვანელებთან, სპორტის მოღვაწეებთან, არა მარტო სამინისტროს ხელმძღვანელებთან, არამედ სხვადასხვა ჯგუფთან. ჩვენ მაქსიმალურად მოვისმინეთ ყველას პოზიცია. წარდგენამდე ბევრი რამ ჩავდეთ ბიუჯეტში. შეგვეძლო ეს გამოგვეზოგა და ფორმალური პროცესისთვის ამ შენიშვნას აღარ მივიღებდით. ასე, რომ უგულვებელყოფა არ ყოფილა. პირიქით, ასე ვთქვათ, საშინაო დავალება გავაკეთეთ წინმსწრებად, რამაც ამ პროცესს ფორმალური სახე ცოტა დაურღია, თუმცა ბიუჯეტის შემდეგი წარდენისთვის, ეს გათვალისწინებული იქნება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)