|
2019-11-13 19:05:20, 2346 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს
ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიამა ვალის მდგრადობაზე საუბრისას. როგორც მან აღნიშნა, დღეის მდგომარეობით, ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 45 პროცენტია. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ნახტომი 41%-დან 44%-მდე კურსის გაუფასურებამ გამოიწვია. „უნდა აღინიშნოს, რომ თუ ლარი შედარებით უფასურდება დოლარში, ეს ყოველთვის ხდება. კითხვა ჩნდება, რამდენად საგანგაშოა ამჟამად არსებული ნიშნული... ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ნიშნული არ არის საგანგაშო. ეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით არის დაბალი რისკის მქონე ვალის ნიშნული. იცით, რომ კანონით ჩვენ გვაქვს 60%-იანი შეზღუდვა. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, რომ ვალის ასეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს. აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ. პრობლემაა ის, რომ ჩვენი ვალის 81% არის უცხოურ, მყარ ვალუტაში - დოლარში ან ევროში და ეს რასაკვირველია, ზრდის მოწყვლადობას, ამიტომ ჩვენი მიზანი არის ის, რომ თანდათანობით, ჩვენი ვალი სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც გამოქვეყნებულია, საგარეო ვალი თანდათანობით ჩავანაცვლოთ ასე ვთქვათ, ადგილობრივი ვალებით. თუ ჩვენ ამას მივაღწიეთ 5-10 წლის განმავლობაში, ამ მოწყვლადობას შევამცირებთ. ჩვენი ვალი 45 პროცენტიდან თუნდაც 55 პროცენტამდე რომ გაიზარდოს, ოღონდ კომპოზიცია შეიცვალოს და ლარში იყოს გაცილებით მეტი, ვიდრე დოლარში, ეს გაცილებით უფრო ჯანსაღი მაჩვენებელი იქნება გრძელვადიან პერიოდში", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)