|
2019-11-13 18:59:02, 2497 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ
უმუშევრობის შემცირების დინამიკა პოზიტიურია და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის კითხვის საპასუხოდ. მისი განმარტებით, სტატისტიკური მაჩვენებლების საფუძველზე უმუშევრობის მაჩვენებელი მართლაც ისტორიულ მინიმუმზეა. „ამაში ჩვენ მართლები ვართ, თუმცა გვაქვს 2001 წლის და 2003 წლის სტატისტიკური მონაცემები, სადაც უმუშევრობა ყველაზე დაბალია. ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ამ სტატისტიკისადმი ნდობა არ არის მაღალი... თუ ეს გვეთვლება ტყუილში, შეგვიძლია ვაღიაროთ. თუ არა, მიგვაჩნია, რომ 2002 წლის შემდგომ, 2003 წლიდან, უმუშევრობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმზეა", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა და აღნიშნა, რომ პრობლემას წარმოადგენს თავად ის მეთოდოლოგიაც, რომლითაც ითვლება უმუშევრობა. „ეს მეთოდოლოგია არ არის სრულყოფილი, ამიტომ ამ შემთხვევაში, ჩვენ ვუტურებთ დინამიკას. უნდა ითვას, რომ ჯერჯერობით, კარგა ხანი დაგვჭირდება იმისთვის, რომ მივაღწიოთ უმუშევრობის იმ დონეს, რომელიც ნორმალურ, ჯანსაღ ქვეყანას უნდა ჰქონდეს. თუმცა, შემცირების დინამიკის არაღნიშვნა, მგონია, რომ სწორი არ იქნება და ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ჩემს სიტყვაში უმუშევრობის მაჩვენებელი თავმოწონებისთვის არ მითქვამს, გავაკეთე მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია - რომ დინამიკა არის პოზიტიური და ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)